1. პროექტის სახელწოდება: ა.ს.პუშკინი საქართველოში
2. პროექტის მოკლე აღწერა: 1829 წელს პუშკინი საქართველოს ეწვია და ახლოს გაიცნო ეს წარმტაცი მხარე, მისი ულამაზესი ბუნება, მშვენიერი. ტრადიციები და უკეთილშობილესი ადამიანები. პუშკინმა საქართველოს ლექსები და პოემები მიუძღვნა
3. პროექტის სრული აღწერა: პუშკინი საქართველოში თვითნებურად ჩამოვიდა, მეფე ნიკოლოზ მეორეს ამაზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდა. მას არ უნდოდა პოეტს გადასახლებულ დეკაბრისტებთან ჰქონოდა კავშირი.მეფემ კარგად იცოდა რა ძლიერი იყო პოეტის შემოქმედების გავლენა საზოგადოების აზრზე. პუშკინი საქართველოში სწორედ მაშინ შემოვიდა, როცა მხლებლებს გრიბოედოვის დასახიჩრებული ცხედარი საქართველოში შემოჰქონდათ. ეს იყო მათი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა. პოეტზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დარიალის ხეობამ , ბუმბერაზმა მთებმა და მის კალთებზე წამომართულმა უძველესმა სალოცავებმა .ალექსანდრე მოიხიბლა მაშინდელი ტიფლისით, ულამაზესი ქალწულებით, ამაყი ქართველი თავადებით, ლხინის ადათ–წესებით, საოცარი გოგირდის აბანოებით.აქ მან გაიცნო მოწინავე ქათველი ინტელიგენცია. პოეტმა საქართველოში დიდი სითბო და სიყვარული იგრძნო. პუშკინმა გაიცნო ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი და ხშირად სტუმრობდა მის ლიტერატურულ სალონს. პუშკინმა საქართველოში ბევრი შედევრი შექმნა ტყუილად კი არ უწოდებდნენ კავკასიას რუსი პოეტების შემოქმედებით აკვანს. 4. მონაწილეთა ასაკი: 15 წელი მე–10–ე კლასი5. ვადები, ხანგრძლივობა: ერთი კვირა6. პროექტის შესაძლო აქტივობები: დავალებების განაწილება, საინფორმაციო წყაროების მითითება, სამუშაოს სპეციფიკის განხილვა7.მოსალოდნელი შედეგები– . მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან პუშკინის შემოქმედებას, პოეტის კავშირს საქართველოსთან,მის მოწინავე საზოგადოებასთან, მის აზრს საქართველოს შესახებ, ორი ქვეყნის კულტურის ურთიერთ კავშირს.
8. სარგებელი სხვებისთვის – დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაცია და კვლევის შედეგები.
9. სამუშაო ენა: რუსული10. საგნებთან:/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საქართველოს ისტორია და ლიტერატურა
11.მონაწილეები სხვა სკოლიდან.–
12 პროექტის ავტორის სახელი –ლამზირა წიტაიშვილი13. პროექტის ავტორის ელ-ფოსტა: tsitaishvililamzira@gmail.com15. პროექტის ვებ-გვერდი:
No comments:
Post a Comment